რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთის ომბუდსმენი: უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე მუშაობენ

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბურ გაცვლაზე მუშაობენ. შესაბამის ინფორმაციას თურქეთის სახალხო დამცველი, სერეფ მალქოქი ავრცელებს.

მალქოქმა გასულ კვირაში ანკარაში უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენების შეხვედრას უმასპინძლა. მისი ცნობით, შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ რუსეთის სახალხო დამცველს 800, რუსულმა მხარემ კი უკრაინის ომბუდსმენს 200 ადამიანისგან შემდგარი სია გადასცა.

"ეს არის დაჭრილებისგან და ტყვეებისგან შემდგარი სია. ამის გარდა, არსებობს ათასობით ბავშვი, არიან ქალები, არის სხვა უამრავი პრობლემა. თუ შევძლებთ სტამბოლის პლატფორმის შექმნას, ამ საკითხის განხილვა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი. ჩვენ ამ მექანიზმის ჩამოყალიბების პროცესში ვართ". - თქვა მალქოქმა.

როგორც თურქეთის სახალხო დამცველმა აღნიშნა, თურქეთი მზად არის შექმნას ე.წ. ჰუმანიტარული დერეფანი ნებისმიერი სახის გაცვლისთვის.

კომენტარები