რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსეთის თავდაცვის საწარმოო სექტორი, სავარაუდოდ, პატიმრების შრომას გამოიყენებს 

Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ვარაუდით, რუსეთის თავდაცვის საწარმოო სექტორი, დიდი ალბათობით, ომის დროს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მსჯავრდებულების შრომას გამოიყენებს

ამავე ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში, რუსეთის ტანკების უმსხვილესმა მწარმოებელმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ იგი 250 პატიმარს დაასაქმებდა. 

"რუსეთში ციხის შრომის ხანგრძლივი ტრადიციაა, მაგრამ 2017 წლიდან იძულებითი შრომა, როგორც კონკრეტული სისხლის სამართლის სასჯელი, ხელახლა დამკვიდრდა. მსოფლიოში პატიმრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, ფედერალურ სასჯელაღსრულების სამსახური ზედამხედველობს დანგრეულ იმპერიას, რომელშიც 400 000-ზე მეტი პატიმარია და ხშირად ადანაშაულებენ უკიდურეს სისასტიკესა და კორუფციაში". – წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

გარდა ამისა, ბრიტანეთის შეფასებით, პატიმრები რუსი ლიდერებისთვის ომში მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს წარმოადგენენ, ხოლო ქვეყანაში მოხალისეების დეფიციტია.

კომენტარები