რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის გრებენშიკოვმა კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაურიცხა

Segodnya

რუსმა როკ მუსიკოსმა, ბორის გრებენშიკოვმა საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაურიცხა. 

"ბერლინში ვუკრავდი, ბრანდერბურგის კარიბჭესთან მქონდა კონცერტი და ამ ღონისძიებამ 12 მილიონი (არ არის მითითებული ფულის ერთეული) მოაგროვა, რომელიც უკრაინას გადავურიცხე. რუსეთი ბარბაროსულად, ურჩხულივით, უხამსად თავს დაესხა უკრაინას. მეტი არაფერია სათქმელი. მე არასდროს, არასდროს მყოლია ფაშისტი მეგობრები. ისინი ფსიქიკურად დაავადებულები არიან, მაგრამ მათ აქვთ ძალაუფლება, ამიტომ შეუძლიათ გაანადგურონ, ტანკებით გასრისონ ნებისმიერი ადამიანი". – ამბობს მუსიკოსი.

გრებენშიკოვი რუსი მუსიკოსებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უკრაინაში რუსული ინტერვენცია გააპროტესტა.

"რაც დღეს უკრაინაში ხდება არის სირცხვილი, პირველ რიგში რუსეთის სირცხვილი. წყლის საცერში ცრას აზრი არ აქვს, ყველამ ვიცით იქ რაც ხდება. ომი დღეს არ დაწყებულა, 8 წლის წინ დონბასში ბელგოროდელი და როსტოველი ბანდიტები ჩაიყვანეს. ბევრი ნაცნობი მყავს დონბასში, ჩემი მშობლებიც იქ ცხოვრობენ, აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ვაცნობიერებ რაც ხდება". – თქვა მომღერალმა.

მომღერალი მალევე ე.წ. შავ სიაში შეიყვანეს და რუსეთის მრავალ ქალაქში გამოსვლა აუკრძალეს. 2022 წლის მაისში მომღერალმა რუსეთი დატოვა და ევროპის ქალაქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამჭერი რამდენიმე კონცერტი გამართა. 

ბორის გრებენშიკოვი პოპულარული რუსული როკ ბენდის, აკვარიუმის დამფუძნებელი და ლიდერია. 

კომენტარები