ფოთის მუნიციპალიტეტი

ორგანიზაცია შფოთი: გასულ წელს ფოთის მუნიციპალიტეტმა ფოტოაპარატში ₾20 968 გადაიხადა

ფოთის ახალგაზრდული საინიციტავიო ჯგუფის შფოთის ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტმა 2022 წელს ფოტოაპარატში 20 968 ლარი გადაიხადა.

მუნიციპალიტეტმა ტენდერი 2022 წლის მარტში გამოაცხადა და ოთხი მონაწილე კომპანიიდან გამარჯვებულად შპს ელ შოპი გამოავლინა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მუნიციპალიტეტმა ერთი ციფრული ფოტოაპარატი, ორი ობიექტივი, ორი მეხსიერების წამკითხავი, ორი მაშუქი და ფოტოაპარატის ერთი ჩანთა შეიძინა.

გამარჯვებულ კომპანიას ფოთის მუნიციპალიტეტმა თანხა ორ ნაწილად გადაუხადა - 15 332 ლარი 2022 წლის ივნისში და დარჩენილი 5 646 ლარი 2022 წლის ოქტომბერში.

კომენტარები