სელინ დიონი

"შეიყვანეთ სიაში" – სელინ დიონის ფანებმა ROLLING STONE-ის ოფისთან აქცია გამართეს

Fox News

სელინ დიონის ფანებმა ნიუ-იორკში, გამოცემა Rolling Stone-ის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. 

1 იანვარს მუსიკალურმა გამოცემა Rolling Stone-მა ყველა დროის საუკეთესო 200 მომღერლის სია გამოაქვეყნა, რომელშიც კანადელი მომღერალი არ მოხვდა. აღშფოთებულმა სელინ დიონის ფანები საყვარელი მომღერლის სიაში შეყვანას ითხოვენ. თაყვანისმცემლების უმეტესობა სელიონ დიონის ოფიციალური ფანკლუბის, The Redheads-ის წევრია, ისინი მონრეალიდან ნიუ-იორკში ავტობუსით ჩამოვიდნენ და გამოცემის შენობასთან ბანერებით დადგნენ.

"სრული უპატივცემულობაა, როდესაც აკეთებ სიას და მასში ვერ ხვდება ბრწყინვალე მომღერალი სელინ დიონი. ჩვენი აზრით დიონი არამარტო სიაში, არამედ ხუთეულში ყოფნას იმსახურებს". 

Rolling Stone-ის სიაში მოხვდნენ ბილი აილიში, ოზი ოზბორნი, ტეილორ სვიფტი, ბონო, კრისტინა აგილერა და სხვა მომღერლები. რედაქციის განმარტებით ეს არის საუკეთესო მომღერლის და არა საუკეთესო ვოკალური მონაცემების მქონე მუსიკოსების სია.

კანადელ მუსიკოს ორმოცწლიანი კარიერის განმავლობაში ათობით ჯილდო, მათ შორის 5 გრემი აქვს მოპოვებული. საყოველთაო ცნობადობა დიონს ფილმ ტიტანიკისთვის ჩაწერილმა საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა.

კომენტარები