რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტების შეტევები 13 დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ დონბასში ოკუპანტების შეტევები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია. 

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახოვკასა და ჩერვონოპოპოვკას დასახლებებში მოიგერიეს. ასევე, ოკუპანტებმა წინააღმდეგობის ფონზე დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებაზე თავდასხმა ვერ შეძლეს.

ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ძალების სამი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მიუხედავად მოგერიებული თავდასხმებისა, გენშტაბის ანგარიშში წერია, რომ მთელ უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე არსებობს. ასევე, მათი ცნობით, რუსი სამხედროები უკრაინის არმიას ბახმუტის, ნოვოპავლოვსკი, ავდეევსკისა და ლიმანსკის მიმართულებით უტევენ. 

კომენტარები