რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შესაძლოა, რუსეთმა მოდელი დაარღვიოს და უკრაინას ახალი წლის დღეებშიც შეუტიოს – ბრიტანეთი

კიევის გარეუბანი, 29 დეკემბერი
Genya Savilov/AFP/Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსული ძალები აქამდე უკრაინაში საბრძოლველად ერთი და იმავე მოდელს იყენებდნენ და აქტიურ საჰაერო შეტევაზე ყოველ 7-10 დღეში ერთხელ გადადიოდნენ. მიუხედავად ამისა, უწყება მიიჩნევს, რომ შესაძლოა რუსეთმა არსებული მოდელი დაარღვიოს და უკრაინას მოსახლეობის დემორალიზებისთვის ახალი წლის დღეებშიც შეუტიოს.

"29 დეკემბერს რუსულმა ძალებმა დაიწყეს შორ დისტანციაზე შეტევების მორიგი ტალღა მთელი უკრაინის მასშტაბით, სამიზნე, პირველ რიგში, ელექტროგამანაწილებელი ქსელი იყო. ოქტომბრიდან მოყოლებული რუსეთი ჩვეულებისამებრ იწყებს დარტყმების ინტენსიურ ტალღას ყოველ 7-10 დღეში ერთხელ. 

რუსეთი თითქმის სრულად მიჰყვება ამ მიდგომას უკრაინის საჰაერო თავდაცვითი ძალების დასაძლევად, თუმცა არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაარღვიოს არსებული მოდელი და კვლავ შეუტიოს  უახლოეს დღეებში, რათა შეარყიოს უკრაინის მოსახლეობის მორალური მდგომარეობა ახალი წლის დღესასწაულის პერიოდში". – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

კომენტარები