მიხეილ სააკაშვილი

ოდიშარია სააკაშვილზე: ერთადერთი, ხელისუფლება დარდობს, ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს

საქართველოს პრეზიდენტი, ზოგადად, ეს ინსტიტუცია დამოუკიდებელი არის სახელმწიფოში და ეს [მიხეილ სააკაშვილის შეწყალება] მისი უფლება არის. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღებს, უბრალოდ, მახსოვს, რომ მან თქვა "არა და არასოდეს". სიახლეს ან მის განწყობას არ ვიცნობ. 

პარაზიტირებენ სააკაშვილით, ხოცავენ ერთმანეთს, კუ და მორიელის დაპირისპირება რომ აქვთ შიგნით, ჭამენ და სააკაშვილს იყენებენ, ვინ უფრო მეტად... კავკასიურ ცარცის წრეში მიშოს რომ ქაჩავენ აქეთ-იქით და არ შემოეხლიჩოთ, გული მისკდება. ერთადერთი, ხელისუფლება არის, მართლა ვინც დარდობს იმაზე, რომ ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. 

კომენტარები