რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსეთის ამოცანა კონფლიქტის გაღვივება არაა, ომის დასრულება გვსურს

Sputnik/Valeriy Sharifulin/Pool

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის ამოცანა არ არის კონფლიქტის გაღვივება, არამედ მისი მიზანი ომის დასრულებაა. 

"ჩვენი მიზანი არ არის სამხედრო კონფლიქტის გაღვივება, პირიქით, [ჩვენი მიზანია] დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ ვისწრაფვით, დავასრულოთ ეს და რაც მალე, მით უკეთესი". - თქვა პუტინმა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ომი უწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის მეორე დღეს, პუტინმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ძალადობის ინტენსიფიკაცია გაუმართლებელ დანაკარგებს იწვევს".

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის და მოლაპარაკებებზე უარს უკრაინა აცხადებს.

"ყველა შეიარაღებული კონფლიქტი სრულდება ასე თუ ისე გარკვეული სახის მოლაპარაკებებით დიპლომატიურ ველზე. ადრე თუ გვიან, კონფლიქტის ყველა მონაწილე დაჯდება და შეთანხმებას მიაღწევს. რაც უფრო მალე გააცნობიერებენ ამას ისინი, ვინც გვეწინააღმდეგება, მით უკეთესი. ჩვენ ამაზე უარი არასდროს გვითქვამს". - თქვა პუტინმა.

გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამხედრო მარაგებს ხარჯავს, რაც დიდ ციფრებს უკავშირდება, თუმცა, განსხვავება უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან შედარებით დიდია. მისი თქმით, კიევს მალე რეზერვები აღარ ექნება.

"ახლა არ ვისაუბრებ ციფრებზე, მაგალითად რამდენ ჭურვს ვხარჯავთ დღეში. ეს არის დიდი რიცხვები, მაგრამ განსხვავება ჩვენს და მათ შორის, ვინც გვეწინააღმდეგება, არის ის, რომ, ავიღოთ უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, თუ ჯერ კიდევ მთლიანად არ არის განულებული, მაშინ ამისკენ სწრაფად მიიწევს. რუსეთი ბაზა კი მხოლოდ იზრდება და კვლავ გაიზრდება". - თქვა პუტინმა.

კომენტარები