კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ხონში კაცი ცივი იარაღით მოკლა და მიიმალა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებIთ დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები