რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: აშშ მზადაა, ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის აღჭურვილობა მოგვაწოდოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ აშშ მზადაა, ენერგეტიკული ობიექტების სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას საჭირო აღჭურვილობა მიაწოდოს. 

ინფორმაცია ერმაკმა ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეფრი პიატთან და უკრაინაში აშშ-ს ელჩთან, ბრიჯიტ ბრინკთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. ანდრეი ერმაკის თქმით, შეხვედრა პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელით გამართა. 

"ჩვენს ქვეყანას სჭირდება აღჭურვილობა და სხვა სახის დახმარება, რუსეთის ფედერაციის თავდასხმების შემდეგ ენერგეტიკული ობიქტები სწრაფად აღადგინოს". - თქვა ერმაკმა. 

ერმაკმა შეხვედრაზე 16 დეკემბერს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე დაარწმუნეს, რომ აშშ მზადაა, უკრაინელ ხალხს დაეხმაროს. 

16 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტეროტორიაზე 70 რაკეტა ისროლეს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათგან 60 უკრაინელებმა ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად 9 ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა. 

კომენტარები