რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა კრივი-რიჰი დაბომბეს – ნანგრევებიდან წლინახევრის ბავშვის ცხედარია ამოყვანილი

რუსმა ოკუპანტებმა ღამით კრივი-რიჰში სახლი დაბომბეს. ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი - მათ შორის ერთი წლინახევრის ბიჭია. 

ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. 

"რუსებმა მოკლეს 64 წლის ქალი, ასევე, ოჯახი მცირეწლოვან შვილთან ერთად. 13 ადამიანი დაჭრილია, მათ შორის 4 ბავშვია". - თქვა მან. 

16 დეკემბერს რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკს მთელი დღის განმავლობაში ბომბავდნენ - ოლქს 10 რაკეტა ესროლეს. 

კომენტარები