რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტიმოშენკო: კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ცნობით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, მოსახლეობას კი ელექტროენერგია ეტაპობრივად მიეწოდება.

ტიმოშენკოს ინფორმაციით, ზემოხსენებულთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით ასევე მოწყობილია 4 000-მდე სპეციალური პუნქტი, სადაც მოსახლეობას გათბობა და ტელეფონების დატენვა შუძლიათ.

"პირველ რიგში ელექტროენერგიის მიწოდება აღვუდგინეთ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას. მოსახლეობას კი ეტაპობრივად მიეწოდება. ასევე, შევქმენით სპეციალური პუნქტები სადაც შესაძლებელია ტელეფონების დატენვა, გათბობა და ცხელი სასმელების დალევა". - წერს ტიმოშენკო Telegram-ზე.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დედაქალაქის მოსახლეობას აღუდგა წყლის მიწოდებაც, თუმცა სრული დატვირთვის ქსელის გამართვას გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება.

კომენტარები