კრიმინალი

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ქალი მოკლეს

თბილისში, გოგოლის ქუჩაზე ქალი მოკლეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე ცხელ კვალზე 1 ადამიანი დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე 2000 წელს დაბადებული ს.ა. არის დაკავებული - უწყების ცნობით, მან ნაქირავებ ბინაში ურთიერთშელაპარაკების დროს ახლადგაცნობილ ქალს, 1986 წელს დაბადებულ შ.ღ.-ს სხეულზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები