რეკლამა

(რ) შეიძინე საახალწლო პროდუქტები Extra-ზე

2023 წლის დადგომამდე 1 თვე და რამდენიმე კვირაა დარჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ დროა ახალი წლის შესახვედრად მოვემზადოთ.

საახალწლო ქაოსსა და არეულობას რომ თავი აარიდოთ, საშოპინგოდ საუკეთესო სივრცე მაღაზიების ციფრული პლატფორმა extra.ge  გახლავთ.

ექსტრაზე იპოვი ყველაფერს, რაც გაგიხარდება იქნება ეს ნაძვის ხე, მოსართავები, საახალწლო ჭურჭელი, სანთლები, სუფრა სადღესასწაულო მაგიდისთვის და სხვა.  

ახალი წლის მთავარი სიმბოლო ნაძვის ხეა, რომელსაც მოაქვს საზეიმო განწყობა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველ წელს ტრენდული, თანამედროვე ნაძვის ხე და მოსართავები გქონდეთ.

ექსტრაზე ნაძვის ხე, ორიგინალური მოსართავები, განათებები საუკეთესო ფასადაა წარმოდგენილი, არჩევანის მრავალფეროვნება ნებისმიერი გემოვნების ადამიანის სურვილებს აკმაყოფილებს.

ამბობენ, ახალი წლის განწყობა კარიდან უნდა იწყებოდესო. ევროპაში კარის საახალწლო გვირგვინებით მორთვა, ძალიან აქტუალურია, ნელ-ნელა ეს ტრადიცია ჩვენთანაც იკიდებს ფეხს. თუ თქვენც მათ რიგებს მიეკუთვნებით, ვისაც მოსწონს კარზე ჩამოკიდებული მორთულობები, ექსტრა მათ საოცარ არჩევანს გთავაზობთ.

თოვლის ბაბუ, თუ სანტა კლაუსი, ანგელოზები, სხვადასხვა ფორმის, ზომის ფერის სათამაშოები თქვენი ნაძვის ხისთვის სწორედ ექსტრაზე უნდა შეარჩიოთ.

განათებები ახალ წელს ძალიან უხდება და ამაღლებული განწყობა შემოაქვს სახლში, წელს კი მათ განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება, რადგან ჩინური კალენდრის მიხედვით შავი კურდღლის წელი მოდის, რაც ნიშნავს იმას, რომ შავი ფერი უნდა იყოს დომინანტი ნაძვის ხის მორთვის დროსაც კი, მის გასანეიტრალებლად და „გასაფერადებლად“ კი ფერადი და კაშკაშა ნათურები იდეალური ვარიანტია.

იმისათვის, რომ თან შავი კურდღლის წელს მომზადებული შეხვდეთ და თან ფერადოვნება შეიტანოთ თქვენს საახალწლო დეკორში, შეგიძლიათ შავი ფერი ათამაშოთ სხვა ტონებთან. მოგეხსენებათ, შავი კარგად ეხამება ნებისმიერ კონტრასტულ და მჭახე ფერს, ჰოდა, შეგიძლიათ ექსტრაზე წითელი, ოქროსფერი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე მოსართავები შეარჩიოთ და შავთან სინთეზში ორიგინალურად მორთოთ არა მარტო ნაძვის ხე, არამედ მთელი სახლი.

გაითვალისწინეთ, რომ ექსტრაზე შოპინგი  დღე- ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ, როცა მიხვდებით, რომ გჭირდებათ კიდევ ერთი, განსხვავებული მოსართავი, განათება თუ რაიმე საახალწლო აქსესუარი ეწვიეთ საიტს extra.ge შეარჩიეთ სასურველი ნივთი და შეუკვეთეთ.

კურიერები შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მოგიტანენ.

ეს ერთი და სხვა მრავალი - იშოპინგეთ ექსტრაზე და დაიბედეთ კომფორტი.

კომენტარები