რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსული ძალები თავიანთ სამხედროებს უკან დახევის შემთხვევაში დახვრეტით ემუქრებიან

რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, 2022 წლის მაისი.
Associated Press

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ბრძოლის სურვილის არქონისა და შესუსტებული მორალის გამო, რუსულმა ძალებმა "ბარიერული ჯარებისა" და "დამბლოკავი შენაერთების" განლაგება დაიწყეს. 

დაზვერვის ცნობით, შენაერთები საკუთარ ჯარისკაცებს უკან დახევის შემთხვევაში, დახვრეტით ემუქრებიან. ამ გზით, მათ შეტევაზე გადასვლას აიძულებენ. 

გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ ცოტა ხნის წინ, რუს გენერლებს, სავარაუდოდ დეზერტირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება სურდათ. მათ შორის, გაფრთხილების შემდეგ დახვრეტის ბრძანების გაცემა იმ ჯარისკაცებზე, რომლებმაც სამხედრო დისციპლინა დაარღვიეს. 

"დეზერტირების დახვრეტის პრაქტიკა, სავარაუდოდ, ადასტურებს რუსული ძალების მომზადების დაბალ ხარისხს, უდისციპლინობასა და უმორალობას". - წერია ყოველდღიურ ანგარიშში. 

კომენტარები