სახალხო დამცველი

ჩხეიძე ომბუდსმენობის კანდიდატს: ხო, მართლა, თქვენი მე-3 შვილი არის პატრიარქის ნათლული?

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ ომბუდსმენობის კანდიდატს, ქეთევან ჩაჩავას პარლამენტში ჰკითხა, არის თუ არა მისი მესამე შვილი პატრიარქის ნათლული.  

- ქალბატონო ქეთევან, მე, ცხადია, გავეცანი თქვენს ბიოგრაფიას. ჩემი აზრით, ჩინებული ადამიანი ბრძანდებით, რამდენადაც ჩინებული სახალხო დამცველობის კანდიდატი იქნებით, ეს, ცხადია, გადაწყდება კენჭისყრაზე. რამ გამოიწვია ჩემი ასეთი შეფასება - ერთი, რომ ბრძანდებით აქტიური წევრი საზოგადოებისა, დოქტორანტიც ბრძანდებით და 4 შვილის დედა ხართ, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია. ხო, მართლა, მესამე შვილი არის პატრიარქის მონათლული?  

- ჩემი ყველა შვილი არის მონათლული სხვადასხვა რელიგიური ლიდერის მიერ. მათ შორის, რა თქმა უნდა, პატრიარქი არის ჩემი მესამე შვილის და მეოთხე შვილის ნათლიაც.

- კი ბატონო.  

ნატო ჩხეიძემ ჩაჩავას ჰკითხა, იყენებს თუ არა ბავშვთა კოდექსს შვილების აღზრდისას და მისაღებია თუ არა მისთვის ეს კოდექსი. ომბუდსმენობის კანდიდატმა დეპუტატს უპასუხა, რომ ბავშვთა კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა "შეიძლება, ვისაუბროთ აღსრულებაზე" - ჩაჩავას შეფასებით, არსებობს "ძალიან სამწუხარო" რეალობა და ამ ჯგუფს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. 

კომენტარები