რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: თანდათან ვათავისუფლებთ მშობლიურ მიწას, მაგრამ გამარჯვება რთულად მიიღწევა

ჩვენ ვაწარმოებთ ომს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის სიდიდე 28-ჯერ აღემატება ჩვენს სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობაც 4-ჯერ მეტია ჩვენზე და რომლის სამხედრო პოტენციალი ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ჩვენ ვიბრძვით ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაზე, კიბერსივრცესა და ა.შ. 8 თვე კი არა, 8 წელი და 8 თვეა ომს ვაწარმოებთ. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს მდგრადობას, სიმამაცეს საკუთარი თავის დასაცავად და გამარჯვების წყურვილს.

გაუძლებდნენ სხვა ქვეყნები ასეთ ზეწოლას? მხოლოდ დღეს მტერმა გამოიყენა 55 ფრთოსანი რაკეტა Х-101 და ერთი საავიაციო მართვადი რაკეტა Х-59, C-300-ის 22 საზენიტო რაკეტა, Shahid-136-ის ტიპის ოთხი უპილოტო აპარატი და ერთი უპილოტო აპარატი Lancet-3.  მე არ ვიცი სხვების შესახებ, მაგრამ ჩვენ ვიკავებთ, ვჯგუფდებით, ვაგროვებთ რეზერვებს, ვაძლიერებთ თავდაცვას და თანდათანობით ვათავისუფლებთ მშობლიურ მიწას. გამარჯვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ მას აუცილებლად მივაღწევთ. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი Facebook-ზე წერს. 

კომენტარები