რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: რუსების დატოვებული აღჭურვილობა უკრაინის სამხედრო ტექნიკის დიდ ნაწილს შეადგენს

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე, 2022 წლის 20 ივლისი.
ANATOLII STEPANOV/AFP VIA GETTY IMAGES

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსების მიერ დატოვებული აღჭურვილობა ახლა უკრაინის სამხედრო ტექნიკის დიდ ნაწილს შეადგენს. 

დაზვერვის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინამ, სავარაუდოდ, სულ მცირე 440 რუსული მთავარი საბრძოლო ტანკი და დაახლოებით 650 სხვა ჯავშანტექნიკა ჩაიგდო ხელში. ამჟამად უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი პოტენციურად რუსეთის სატრანსპორტო საშუალებისგან შედგება.

"რუსული ეკიპაჟების წარუმატებელი მცდელობა გაანადგურონ ხელუხლებელი აღჭურვილობა გაყვანამდე ან დატყვევებამდე, ხაზს უსვამს მათ საბრძოლო დისციპლინის დაბალ დონეს". - წერია ანგარიშში.

დაზვერვის ინფორმაციით, იმის გამო, რომ რუსული ფორმირებები უკრაინელების მხრიდან რამდენიმე სექტორში დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და მიმდინარეობს მათი მზარდი დემორალიზება, რუსეთი სავარაუდოდ გააგრძელებს მძიმე შეიარაღების დაკარგვას.

კომენტარები