რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

ГСЧС

ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. 

ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა 25 ადამიანი გადაარჩინეს. 

"7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, სარაკეტო თავდასხმისას დანგრეულ საცხოვრებელ შენობებში სამაშველო ოპერაციები გრძელდება". - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 5-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 8 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე, 6 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 5 საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

კიდევ ერთი დანგრეული 4-სართულიანი კორპუსის ნანგრევებიდან 3 დაღუპული ამოიყვანეს, ასევე, გადაარჩინეს 15 ადამიანი, მათგან 8 კლინიკაშია.  

ოკუპანტებმა ქალაქი გუშინ, 6 ოქტომბერს დაბომბეს. თავდაპირველად ინფორმაცია 2 დაღუპული ქალის შესახებ გავრცელდა - მაშველები ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოსაყვანად მუშაობდნენ. 

კომენტარები