ქარიშხალი იანი

აშშ-ში ქარიშხალ იანს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალ იანს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალი, რომელიც ფლორიდის შტატის სანაპიროს დაატყდა თავს, კარიბის ზღვის აუზში წარმოიქმნა და მისი სიჩქარე ეპიცენტრში საათში 241 კილომეტრს აღწევდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის დაზუტება. სავარაუდოა, რომ ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. მაშველები ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი პირების ძებნას ამ დრომდე ახორციელენ.

მასშტაბურია ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალიც. ფლორიდის შტატის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზარალი ათობით მილიარდ დოლარს ითვლის. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სხვა საქალაქო ინფრასტრუქტურა, დატბორილია ქალაქები. 2.3 მილიონი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები