რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი მობილიზაციისას მატერიალურ და ტექნიკურ პრობლემებს წააწყდება

მობილიზაცია
Reuters

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ბაზებზე მობილიზებულთა პირველი ქვედანაყოფები ჩაიყვანეს. ანგარიშის მიხედვით, ამ პროცესში რუსეთი ადმინისტრაციულ, მატერიალურ და ტექნიკურ პრობლემებს წააწყდება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსეთის სამხედრო ძალებმი საწყის მომზადებას ატარებენ დაბალი დონის ოპერატიულ ქვედანაყოფებში და არა სპეციალურ სასწავლო დაწესებულებებში.

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, სამხედრო ინსტრუქტორების სიმცირისა და რუსეთის მიერ მობილიზაციის ნაჩქარევად დაწყების გამო, ბევრ ახალგაწვეულს ფრონტის ხაზზე მოუმზადებლებს უშვებენ.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

როგორ ამზადებდა უკრაინის კონტრიერიშამდე რუსეთი ოკუპირებული მიწების ანექსიის ნარატივს, წაიკითხეთ აქ – მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის.

კომენტარები