მქონდა შეხვედრა უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდის პერსონალთან. პირველ რიგში, ფრონტზე ჩვენი მოქმედებების შესახებ ვისაუბრეთ. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის დროს, ჩვენმა გმირებმა გაათავისუფლეს ათობით დასახლება. დღეს ამ მიმართულებით მოძრაობა გაგრძელდა და ახალი შედეგებიც გვაქვს. ჯამში, პირველი სექტემბრიდან მოყოლებული, ჩვენი ტერიტორიის 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გავათავისუფლეთ. ყველას მადლიერი ვარ, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მადლიერი ვარ ჯარის, დაზვერვის ოფიცრების და სპეციალური სამსახურების, უკანასკნელ დღეებში აღმართული თითოეული უკრაინული დროშისთვის.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: პირველი სექტემბრიდან ჯამში 1 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დავიბრუნეთ
tbl.ge/64jm
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 სექტემბრის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალები იზიუმის ჩრდილოეთით, რუსეთის თავდაცვითი პოზიციებისკენ 50 კილომეტრით დაწინაურდნენ. ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ხარკოვის ოლქში ქალაქი ბალაკლია გაათავისუფლეს. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც, რომელმაც ჯარისკაცების ვიდეომიმართვა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა.
ამავე თემაზე
- უკრაინამ რუსეთის კრონშტადტის საზღვაო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა და კორვეტი გაანადგურა
- სამხედრო ოპერაცია გრძელდება, რათა არ მოხდეს სანქტ-პეტერბურგის მსგავსი თავდასხმები - პესკოვი
- უკრაინამ რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობქარხანას "ნეპტუნის" სარაკეტო სისტემით დაარტყა
- სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა
- პესკოვი: ომის დამთავრება დღესვე შეიძლება, თუ ზელენსკი ჯარებს რუსეთის ტერიტორიიდან გაიყვანს




