რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სამხედრო ძალები დონბასში დილემის წინაშე არიან

უკრაინელი მებრძოლები ლუგანსკში, 23 ივნისი
Anatolii Stepanov/AFP/Getty Images

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრძოლა სამ ფრონტზე მიმდინარეობდა: ჩრდილოეთით, ხარკოვის მახლობლად, აღმოსავლეთით, დონბასში და სამხრეთით, ხერსონის ოლქში.

ანგარიშის მიხედვით, ამჟამად რუსების მთავარი მიზანი დონბასში ბახმუტთან წინსვლაა, თუმცა, ისინი დილემის წინაშე არიან, დაახმარონ ოპერაციული რეზერვები ბახმუტის თავდასხმას თუ ისინი სამხრეთისკენ გადაისროლონ, სადაც უკრაინელები უტევენ.

თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, სირთულეები გამოცდის რუსეთის შესაძლებლობას, რამდენად შეუძლია გადაანაწილოს რესურსები რამდენიმე მებრძოლ ჯგუფზე. ანგარიშის თანახმად, ომის საწყის ეტაპზე რუსების წარუმატებლობა სწორედ ამ სირთულის გადაულახავობამ განაპირობა.

კომენტარები