სოსო გოგაშვილი

გოგაშვილი: ოცნებამ ძალოვანების ნაწილი ძაღლობად გადააქცია – თევზი თავიდან ყროლდება

16 ივლისს, ღამით, ჩვენი, გოგაშვილების წინააღმდეგ რაშისტი ოცნების დავალებით ბინძური პროვოკაცია მოაწყო მილიციამ და გაიშნიკებმა. დიახ, ეს არ იყო უსაფრთხოების ოფიცრების სპეცრაზმი, არც კანონმორჩილი პოლიცია, არცერთ დროში საამაყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. უკანონო სპეცოპერაცია ჩაატარა ძაღლობამ, რათაც გადააქცია ოცნებამ ძალოვანების მნიშვნელოვანი ნაწილი და სურს ბოლომდე ასე გადააქციოს ყველა "თევზი თავიდან ყროლდება". ჩვეულებრივ წესად აქციეს უკანონო ბრძანებები, პოლიტიკური დავალებები, ამომრჩევლების ხმების მობილიზება-მოპარვა, უკანონო თვალთვალი, მოსმენა და ჩადება. 

ღირსება შერჩენილო ოფიცრებო, ხო კარგად იცით თქვენი უფროსობის განცხრომისა და ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი მაშინ, როდესაც თქვენ რიგითები ვალებში იხრჩობით, ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობთ, რომ ვალები დაფაროთ და ოჯახები არჩინოთ. შსს-ში და სუსში მუშაობის პერიოდში მე გავიცანი ბევრი ღირსეული, პროფესიონალი და პატრიოტი ოფიცერი. მათ მინდა მივმართო კითხვით - თქვენ ხომ კარგად იცით, რაც ხდება სისტემაში. რუსული სპეცსამსახურების დირექტივით რომ გამუშავებენ, ხომ იცით? სუსის ოფიცრებმა ხომ კარგად იცით, ვინ არიან ადამია და რომანოვსკი? (ვისი საჩივრითაც აღძრეს საქმე ჩემს წინააღმდეგ). ისინი რომ რუსული სპეცსამსახურების აგენტები არიან და პატრიარქის წინააღმდეგ მუშაობენ, ესეც ხომ იცით? 10 წლის განმავლობაში ერთი რუსი ჯაშუში არ დაგიკავებიათ, მაშინ, როდესაც ქვეყანა სავსეა აგენტებით. პრივილეგირებულ კრიმინალებს, რომლებსაც მფარველობს ოცნება, თქვენ ახლოსაც ვერ ეკარებით. ოფიცრებო, ნუ მისცემთ უფლებას დაგაბრუნონ ძაღლობაში, რა ხელფასსაც იღებთ - ვალებში, გზაში და საჭმელში არ გყოფნით, ნუ გაათელინებთ თქვენს ღირსებას ბოლომდე ამ ორკებს, ნუ იცხოვრებთ დღევანდელი დღით და თქვენს შვილებს ნუ მოუსპობთ მომავალს. ეს ყველა უბედურება, რაც ხდება ირგვლივ, თქვენც გეხებათ. ეს არ არის სხვისი ჭირი, გეყოთ გამბედაობა ემსახუროთ საქართველოს და არა პუტინის ბიძინას და კოლაბორანტ მარიონეტებს.

წერს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი. 

კომენტარები