რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის კონტრშეტევის მიუხედავად, რუსეთი დონბასში წინსვლას შეეცდება

RIA

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ბოლოდროინდელი შეტევების მოგერიების მიუხედავად, უკრაინაში რუსეთის მთავარი ძალისხმევა დონბასზე თავდასხმაზე არის მიმართული. 

"ავდიივკა და ბახმუტი დონბასში რუსეთის შეტევის მთავარ მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა აქ წარმატებას მიაღწიეს, ბახმუტიკსენ მხოლოდ მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს."- წერია განცხადებაში.

დონბასში ოპერაციის პოლიტიკური მიზანი დონეცკის მთელი რეგიონის აღებაა, რაც საშუალებას მისცემს კრემლს გამოაცხადოს "დონბასის განთავისუფლება". 

"უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს ახლა უკვე აქვთ ბრძანება, რომ ეს მისია 2022 წლის 15 სექტემბრისთვის უნდა დაასრულონ". -  წერია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ამ მიზანს მიაღწევს, რაც კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის გეგმებს ჩაატაროს რეფერენდუმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციასთან შეერთებისთვის

კომენტარები