რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინულმა ფორმირებებმა ფრონტის ხაზი გარკვეული მანძილით გადაწიეს

უკრაინელი სამხედრო ბუჩის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე ქალაქის დაბრუნებას აღნიშნავს, 2022 წლის 2 აპრილი.
Rodrigo Abd/AP

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ჯავშანტექნიკის ძალები რუსეთის ძალების სამხრეთ დაჯგუფებაზე შეტევას განაგრძობენ. უკრაინული არმიის ფორმაციებმა ზოგიერთ მონაკვეთზე ფრონტის ხაზის გარკვეული მანძილით გადაწევა შეძლეს, ისარგებლეს რუსეთის ძალების სუსტი თავდაცვით. 

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რუსეთი, საკუთარი დოქტრინის შესაბამისად, შეეცდება დანაკარგების შევსებას წინასწარ შერჩეული მობილური სარეზერვო დანაყოფებით, რომლებშიც, სავარაუდოდ, შევა აღმოსავლეთ დაჯგუფების ძალებიც.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პარალელურად, რუსეთი აგრძელებს დამატებითი ძალების შეკრების მცდელობებს. არმიის მე-3 კორპუსის მოხალისეთა ბატალიონებმა მოსკოვის მიმდებარე ბაზა 24 აგვისტოს დატოვეს, სავარაუდოდ, უკრაინის მიმართულებით. ამ დანაყოფების ოპერატიული ეფექტიანობა უცნობია. ბრიტანეთის დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ არმიის მე-3 კორპუსი სამხედრო მოსამსახურეების ნაკლებობას განიცდის და ჯარისკაცები კარგად გაწვრთნილები არ არიან.

კომენტარები