რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩევლის, სერგი ხლანის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

ამასთან ერთდ, კახოვკას ოპერატიული ჯგუფის წარმომადგენლებმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის მიხედვითაც, რუსი ჯარისკაცი ამბობს, რომ უკრაინის ქვედანაყოფებმა 29 აგვისტოს "თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს".

კახოვკას ჯგუფი ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია,  ისევე როგორც რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს  დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს უჭერდნენ.

კომენტარები