რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვში რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილის მანქანა ომის მოწინააღმდეგე ქალმა დაწვა – BAZA

BAZA

მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მანქანა დაწევს. გამოცემა BAZA-ს ინფორმაციით, უკვე დააკავეს ქალი, რომელმაც სეკრეტარევის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. წყაროს თანახმად, დაკავებული ამბობს, რომ ის უკრაინაში რუსეთის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეწინააღმდეგება.

BAZA-ს ცნობით, ევგენი სეკრეტარევი გენშტაბის მე-8 განყოფილებაში მუშაობს და სამხედრო ცენზურაზეა პასუხისმგებელი. BMW-ს მარკის ავტომობილი ლენინგრადის გზატკეცილზე, სეკრეტარევის სახლის ეზოში იდგა.

თავდაპირველად თვითმხილველები ამბობდნენ, რომ ცეცხლის გაჩენამდე მანქანასთან უცნობი ქალი შენიშნეს.

კომენტარები