რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: ყველა საღად მოაზროვნეს ესმის, უკრაინის ბრძოლა გავლენას ჩვენს მომავალზეც ახდენს

დღეს, უკრაინელები და უკრაინა იქცა თავგანწირვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის განსახიერებად. ყველა საღი აზრის მქონე ადამიანს ესმის, რომ ეს ბრძოლა გავლენას ახდენს ჩვენ მომავალზე და მთლიანად თავისუფალ სამყაროზე მთელ მსოფლიოში. ამიტომ აქვს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა დღეს. ჩვენ კიდევ ერთი სამწუხარო მიზეზი გვაქვს, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. სანამ გვყავს ის ხელისუფლება და ის რეჟიმი, რომელიც თავს გვჭრის და რომელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მხარდაჭერის ნაცვლად, ჩვენი მტრების საქმეს აკეთებს, მანამდე, მნიშვნელოვანია ჩანდეს ყველგან, რომ საქართველოში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას არ ეგუება. თუმცა, ჯამში, ამ სირცხვილის ჩამოწმენდა მხოლოდ ამ რეჟიმის შეცვლით იქნება შესაძლებელი. 

თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ აქციაზე. აქციის პარტნიორები არიან - Ukrainian activists in Georgiaევროპული საქართველო, თავისუფლების ინსტიტუტი, შეცვალე, სირცხვილია, დემოკრატიის მცველები, ახალგაზრდა ნაციონალური მოძრაობა, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, უკრაინელები საქართველოში, Ukrainian Youth Organization of Georgia "Svitanok", ჯიუტი GEUT, გირჩი - მეტი თავისუფლება, დროა.

კომენტარები