რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი ნაწილი მწყობრიდან გამოდის

REUTERS/Gleb Garanich

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკების დიდი რაოდენობა მწყობრიდან გამოდის, სავარაუდოდ, ეს რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან ჯავშანტექნიკის არასწორად გამოყენებამ გამოიწვია. 

"სწორად გამოყენების შემთხვევაში, ERA ჭურვების ეფექტურობას ამცირებს, სანამ ისინი ტანკს მოხვდებიან. 1994 წლის ჩეჩნეთის ომიდან მოყოლებული რუსეთის ძალებმა ERA-ს სწორად გამოყენება ვერ შეძლეს. სავარაუდოდ, რუსეთის სატანკო ეკიპაჟებს არ ჩასტარებიათ წვრთნები ERA-ს სწორი გამოყენების შესასწავლად, რაც ასაფეთქებელი ელემენტების ცუდად გამოყენებას, ან მათ მწყობრიდან გამოსვლას იწვევს". - წერია განცხადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ომში მრავალი წარუმატებლობა რუსი მეთაურების მხრიდან დაბალი დონის საბრძოლო დისციპლინის გამო განიცადეს.

კომენტარები