ყირიმი

ყირიმში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა, ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს, 16 აგვისტოს დილით აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ადასტურებს და წერს, რომ ცეცხლი საბრძოლო მასალის საწყობში გაჩნდა. 

ინფორმაცია RIA-ს სოფელ მაისკოეს ე.წ. საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი კარპეცმა დაუდასტურა. 

"დიახ, საბრძოლო მასალა აფეთქდა. ეს, დაახლოებით, დილის 6 საათზე მოხდა". - უთხრა მან რუსულ სამთავრობო მედიას. მისივე სიტყვებით, მცირე აფეთქებები ამ დრომდე გრძელდება.  

ყირიმის მარიონეტი ხელმძღვანელის, სერგეი აქსენოვის თქმით, აფეთქებისას 2 ადამიანი დაშავდა. დაიწყო იმ მოქალაქეების ევაკუაცია, რომლებიც 5 კმ-ის რადიუსში ცხოვრობენ. 

 

კომენტარები