რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: კრემლი უკრაინაში სამხედრო გეგმის წარუმატებლობას მალე დაინახავს

რუსი ოკუპანტი ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის ოლქი.
Alexander Ermochenko/Reuters

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 11 აგვისტოს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღი ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "სრული გათავისუფლების" შემდეგ გამოცხადდება. 

"2022 წლის ივნისში, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს მტკიცებულებები ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ რეფერენდუმის დაგეგმვის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველეყოთ, რომ რუსეთთან შეერთებას მოსახლეობის მინიმუმ 70%-ს დაუჭერს მხარს.

კრემლი, სავარაუდოდ, დაინახავს სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის მთლიანი ოკუპაციისა და უკრაინაში მისი მაქსიმალისტური მიზნების წარუმატებლობას". - წერია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. 

კომენტარები