რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონში რუს სამხედროებს კიდევ ერთი სუსტი წერტილი გაუჩნდათ

უკრაინელი სამხედროები სადაზვერვო მისიაზე დონეცკის რეგიონში. 
ALAMY

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ადასტურებს უკრაინელი სამხედროების მიერ 1 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხერსონის ოლქში რუსეთის სარკინიგზო ეშელონი დაბომბეს, რომელსაც საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ამ დარტყმის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ხერსონის და ყირიმის დამაკავშირებელი რკინიგზის გამართულად მუშაობას. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რკინიგზის შეკეთების შემდეგაც, ეს მონაკვეთი რუსი სამხედროებისთვის სუსტ წერტილად დარჩება.

დიდი ბრტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, უკრაინელი სამხედროების სარაკეტო შეტევების შედეგად, ხერსონთან საავტომობილო ხიდის დაზიანების შემდეგ, რუსეთმა სამოქალაქო მოსახლეობისთვის მდინარე დნეპრზე საბორნე გადასავლელი მოაწყო, რომელსაც დიდი ალბათობით, სამხედროების გადაყვანისა და მათი მომარაგებისთვის გამოიყენებს.

კომენტარები