ზურაბიშვილი: გაუგებარია, საითკენ მივდივართ, რუსეთს ისე ვუფრთხილდებით, როგორც არასდროს

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შევთავაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მის გარდა არავინ მესაუბრებოდა, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, ყველგან, რა არის მიდგომა ჩვენი კანდიდატურის მიმართ. პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული. ამას სჭირდება სტრატეგია, ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის - არც ოპოზიციას ესმის, გონია, რომ ჩადის იქ და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, ეს რამენაირად ვიღაცისთვის მომგებიანია. ისეთ ფაქტებზე აქვთ აქცენტი და ძალიან ხშირად ჩადიან და მათი განცხადებები, რაც ყველამ კარგად მოვისმინეთ და ვიცით რაზეც ვსაუბრობ, არის დამაზიანებელი ქვეყნის რეპუტაციისთვის. ასევე დამაზიანებელია და უფროც, რადგან დღეს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და ხელისუფლებას აქვს ბერკეტები და როდესაც ხელისუფლება ლანძღავს ელჩებს, ევროპარლამენტარებს, როცა, რაღაც გამოსვლებით ვართ დაკავებული, გაუგებარია ჩვენ საითკენ მივდივართ და მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საით მივდივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასდროს, ვაიმე, რამე არ ვთქვათ და ვაიმე, რამე არ ვაწყენინოთ.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები