სოსო გოგაშვილი

მელია გოგაშვილზე: ივანიშვილის ინსტინქტმა უკარნახა რეჟიმს, რომ ეს ადამიანი საშიში გახდა

ამ დაკავებას, მით უმეტეს, ამ ფორმით, არანაირი კავშირი არ აქვს არც სამართალთან, არც მართლმსაჯულებასთან და მხოლოდ და მხოლოდ კავშირი აქვს შურისძიებასთან. შურისძიებასთან იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ერთ დროს იყო დანაშაულებრივი სისტემის არცთუ ისე უმნიშვნელო ფიგურანტი, შეიძლება, ერთ-ერთი არქიტექტორიც, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში გადაწყვიტა, ემხილებინა რეჟიმი, რომელიც დღემდე აგრძელებს ძალადობას და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას სხვადასხვა ადამიანისა და ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ. ჩემთვის ეს ცხადზე უცხადესია. მის დაკავებას არაფერი სამართალთან და მართლმსაჯულებასთან საერთო არ აქვს.

არაფერი აქვს საერთო იმ გახმაურებულ მკვლელობასთან, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდა ბიჭს, თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც 2017 წლის 26 დეკემბერს მოხდა და მას შემდეგ უამრავი სხვა დანაშაული ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ, მათ შორის, ბატონი გოგაშვილის თანამონაწილეობითაც. არანაირი კავშირი არ აქვს ჩატაევის ქვეყანაში შემოყვანის საქმესთან, არც ციანიდის საქმესთან კავშირი არ აქვს და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინსტინქტმა უკარნახა რეჟიმს, რომ ეს ადამიანი გახდა მისთვის საშიში.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს, ღამით დააკავეს.

კომენტარები