რეალურად არანაირი ლოგიკა არ იდგა ამ ცაიტნოტის უკან, უპრეცედენტო იყო ეს 6-თვიანი ცაიტნოტი. არცერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არასოდეს ყოფილა დადგენილი, ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატ ან ასოცირებულ ქვეყნებს. ჩვენს შემთხვევაშიც გაუგებარი იყო რატომ იყო ამ 6-თვიანი ვადის დადგენის საჭიროება. როგორც ჩანს, დღეს გადაიაზრა ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაჰყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს. ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა ერთი რამაა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ ახლავს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
საქართველო-ევროკავშირი
კობახიძე: სტატუსს მატერიალური პრივილეგიები არ ახლავს, ამიტომ, მიღების დრო უმნიშვნელოა
tbl.ge/62r8
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში. ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს.
ამავე თემაზე
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
- იოზვიაკი: EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს "საკმაოდ უნაყოფო" უწოდა




