არ ვიცი, საერთოდ ინფორმაციაც არ მაქვს, იყო თუ არა დაგეგმილი, როდის უნდა ჩატარებულიყო – ამაზე მთავრობა გააკეთებს განმარტებას, თუ დასვამთ კითხვას, მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ტარდება 14:00 საათზე, და რა? [...] რადგან მთავრობის სხდომა ტარდება, ესე იგი, წააგეს.
tbl.ge/62eh
დაკოპირდა

ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო აქტივისტების აქციის შესახებ კითხვას. 3 ივლისის აქციიდან მოქალაქეების ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მოქალაქეებს მთავრობის სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა სურდათ. აქციის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობის სხდომა 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ამავე თემაზე
- ხოშტარია: EU-ს ანგარიშით გამოჩნდა, რომ ოცნების პირობებში არ გვაქვს ევროპული პერსპექტივა
- მელია EU-ს ანგარიშზე: ნათელია, რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასოდეს მოვხვდებით
- დავითულიანი ევროკავშირის ანგარიშზე: რაღაც რელევანტურია, რაღაც არა
- EU 5 ივლისზე: მთავრობამ შეკრების უფლება და მომიტინგეთა უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვა
- "ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში" – EU-ს ანგარიში ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე