რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მხარდასაჭერად კანადა ახალ სანქციებს აწესებს

 REUTERS/Blair Gable

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა. სანქციების შესახებ ცნობილი გახდა დიდი შვიდეული G7-ის სამიტის მეორე დღეს. 

კანადის ახალი სანქციები შეეხება რუსეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ 6 ფიზიკურ და 46 იურიდიულ პირს, ამასთანავე, უკრაინის იმ 15 მოქალაქეს, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ოკუპაციას. სანქციებით, ასევე, გათვალისწინებულია 13 სამთავრობო პირი ბელორუსიიდან. 

პრესრელიზში კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ სანქციათა ამ ეტაპის მთავარი ამოცანა "კრემლის დეზინფორმაციის წინააღმდეგ" ბრძოლაა. ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადის გადაწყვეტილება, G7-ის სახელმწიფოებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით, მიზნად ისახავს, "პუტინის მიერ წამოწყებული ომის დასასრულებლად" გაძლიერდეს მუდმივი ზეწოლა კრემლზე.

მანამდე, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების პასუხად, მოსკოვმა 43 კანადელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.  სიაში, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე, სიუზან კოუენი და ინგლისისა და კანადის ბანკების მმართველი, მარკ კარნი შედის. 

კომენტარები