საქართველო-ევროკავშირი

მელია: ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას, გულისხმობს ევროპაში შესვლას

ქართველი ხალხის გონებაში, რწმენაში, გულში ყოველთვის იყო, არის და იქნება ნაპერწკალი მრისხანების. ნაპერწკალი სიმართლისა, რომელიც დროდადრო აგიზგიზდება ხოლმე. გუშინ ეს ნაპერწკალი აგიზგიზდა და ხანძრად დაინთო და რატომ დაინთო? დაინთო ხელისუფლების ტყუილების, ძარცვის, ქურდობის, უტიფრობის, მაპატიეთ და ფეხებზე დაკიდების გამო ხალხთან მიმართებაში და დაინთო ის ხანძარი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვეღარ ჩააქრობს. მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა, რომელშიც ყველანი ვართ ჩართულები, ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას, ბრძოლის ეს ეტაპი გულისხმობს ევროპაში შესვლას. ბრძოლის ეს ეტაპი არის ევროპული ღირებულებების, ანუ იგივე ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვის ბრძოლა... ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით დიდი, მთავარი მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, ლიდერებმა, პატივი უნდა ვცეთ აი ამ ზღვა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გუშინ გამოვიდნენ რის გამო? რომ მუხტი სწორად, ემოციური, წრფელი, ბრაზით გაჟღენთილი მუხტი სწორად მიემართოს დამანგრეველი ელემენტების დასამარცხებლად და ქვეყნის განსავითარებლად და მე მიხარია, რომ გუშინ ფსიქოლოგიური ბარიერი ჩვენ ყველამ გადავლახეთ და იქ კოალიციური მთავრობის ამომრჩეველი დადგა ერთად...

რა დროს პოლიტიკური არჩევნებია, დღეს გადარჩენისთვის ვიბრძვით... თუ რამე არასწორად შეიძლება გავაკეთო მე, როგორც პოლიტიკოსმა, არის ის, რომ დავტოვო განცდა, რომ მაინტერესებს ვიწროპარტიული ინტერესი. არადა, რაში უნდა მაინტერესებდეს ახლა?! მე მაინტერესებს, რომ მთავარი, ეგზისტენციალური საკითხი გადაიჭრას, რომ ქვეყანაში იყოს შესაძლებლობა, ტარდებოდეს არჩევნები.

TV პირველის ეთერში თქვა ერთიანი ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. 

კომენტარები