საქართველო-ევროკავშირი

ქადაგიშვილი აქციაზე: ხალხის რაოდენობა იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე ვპროგნოზირებდი

ველოდი, რომ ეს არ იქნებოდა ტრადიციული ოპოზიციური პარტიის მიერ მოწყობილი აქციისთვის დამახასიათებელი ხალხის რაოდენობა და ბევრი იქნებოდა, მაგრამ იმ ბევრზე უფრო ბევრი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვპროგნოზირებდი. ჩემი აზრით, ევროკავშირის თემა ზოგადად საზოგადოებისთვის არის სენსიტიური და ხალხს ჰქონდა და აქვს იმის რწმენა, რომ მათი ნების კიდევ ერთხელ გამოხატვა - ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ამ აქციის უკან პოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ის პოლიტიკური გეგმა და სურვილი, რაც უფრო მეტად შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს უკავშირდება, ვიდრე იმ საერთო დღის წესრიგს.

აქციაზე იყო ერთიც და იყო მეორეც - იყო ხელისუფლებაზე გაბრაზებაც, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო ზოგადად სურვილის დემონსტრირებაც, რადგან იქ არ იყო ერთი რომელიმე პარტიის ან, პარტიათა ჯგუფის ამომრჩეველი - იქ იყო ძალიან დიდი რაოდენობა ნეიტრალური.

IPN-ს ცნობით, ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი პალიტრანიუსის ეთერში 20 ივნისს გამართულ აქციზე. 

კომენტარები