საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: სანამ ოცნებას თავისუფლების საწინააღმდეგო კურსი აქვს, ვერ ვიქნებით თავისუფლები

სანამ ჩვენს ქვეყანას, ამ ხელისუფლების ხელში, კურსი თავისუფლების საწინააღმდეგო მიმართულებით აქვს აღებული, ჩვენ ვერ ვიქნებით თავისუფალი ქვეყანა. 24-მდე ეს ვერ შეიცვლება, ამიტომ ეგ მოლოდინი არც უნდა გვქონდეს, თუ რაიმე საოცრება არ მოხდა და გეოპოლიტიკური მოსაზრებები არ შეიცვალა. აქამდე რაც მოხდა იყო მნიშვნელოვანი სიგნალი იმისა, რომ ევროპა გეოპოლიტიკურად საქართველოს მის ნაწილად მიიჩნევს. ეს ჩვენს ამოცანას არ ცვლის, ჩვენ ქვეყნის შიგნით გვაქვს შესასრულებელი ჩვენი ამოცანა - ამ რეჟიმის ჩამოცილება და ამ რეჟიმის ჩამოცილებასთან ერთად ისეთი კურსის არჩევა, რომელიც ლიბერალურ დემოკრატიას, თავისუფლებას, ღირსების დაცვასა და კეთლდღეობასა და თავისუფალ სამყაროში, NATO-ში, ევროკავშირში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. რუსთაველის გამზირზე აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყო.

კომენტარები