რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი ივნისში დანიშნულ NATO-სა და G7-ის სამიტებში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ივნისში დანიშნულ გერმანიის G7-ისა და მადრიდის NATO-ს სამიტებზე მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე წერს და მადლობას უხდის გერმანიის კანცლერსა და NATO-ს გენერალურ მდივანს მიწვევისთვის.

"მადლიერებით მივიღე პარტნიორების მიწვევა, მონაწილეობა მივიღო საერთაშორისო ღონისძიებებში: ფედერალური კანცლერისგან - გერმანიაში გასამართ G7-ის სამიტზე, ხოლო NATO-ს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგისგან, მადრიდში გასამართ NATO-ს სამიტზე". – წერს ზელენსკი.

კომენტარები