რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი მაკრონთან და დრაგისთან ერთად ივნისის ბოლოს კიევში ვიზიტს გეგმავს – Bild

გერმანული გამოცემა Bild am Sonntag-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგისთან ერთად ივნისის ბოლოს უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიზიტს გეგმავს.

გამოცემასთან კომენტარი არ გაუკეთებია გერმანიის მთავრობას, თუმცა ის უკრაინისა და საფრანგეთის სამთავრობო წყაროებს ეყრდნობა.

ინფორმაციით თანახმად, კანცლერი შოლცი კიევში G7-ის სამიტამდე, ივნისი ბოლოს ჩავა და ერთობლივი ვიზიტი უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული ერთიანობის სიმბოლო იქნება.

კომენტარები