ქართული ოცნების ინტერესი და ამბიცია არ არის იყოს ნაწილი ევროპული ოჯახისა. თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს აღარ ერიდებიან შანტაჟსაც კი. რაც უფრო ცოტა დღე რჩება მნიშვნელოვან 24 ივნისამდე, უფრო მკვეთრი და მკვეთრი ანტიდასავლური განცხადებები კეთდება და მეორე მხრივ, ეს განცხადებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის გულზე სალბუნად დადებას.
საქართველო-ევროკავშირი
მელია ღარიბაშვილზე: თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს შანტაჟსაც აღარ ერიდებიან
tbl.ge/61dx
დაკოპირდა
ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს. ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღებაზე საუბრისას თქვა, რომ "თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი".
ამავე თემაზე
- შარლ მიშელი რუსულ კანონზე: ეს კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს
- კალაძე ელჩებზე: ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა, იგივე ხდება დღეს
- მთავრობის ადმინისტრაციაში კობახიძე აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და EU-ს ელჩებს ხვდება
- პაპუაშვილი: ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნაში ხელს არაფერი უშლის – საქართველო იჩაგრება
- ევროპული საბჭო: საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოვუწოდებთ