ზაალ უდუმაშვილი

უდუმაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდა – ის TV პირველის საინფორმაციოს წამყვანი ხდება

rustavi2.ge

პარლამენტმა დააკმაყოფილა ზაალ უდუმაშვილის მოთხოვნა და დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა. მანდატის მოხსნას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არავინ წასულა. 

ზაალ უდუმაშვილი TV პირველის ეთერში, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. 

უდუმაშვილმა პარტიის დატოვებისა და მედიაში დაბრუნების შესახებ 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვა. 

"ვთვლი, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მედიაზე. ისე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება და ეს კარგად დაგვანახა იმ ბოლო მოვლენებმა, რომლებიც ვითარდება მედიაში. ამიტომ, მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდე მედიაში. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა ვიცვლი დისლოკაციის ადგილს". - თქვა ზაალ უდუმაშვილმა. 

 

კომენტარები