საქართველო-ევროკავშირი

ზურაბიშვილი: იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად უჭერს მხარს ჩვენ ინტეგრაციას

ვიცით, რომ იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას და დგას ჩვენ გვერდით ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე. იტალიის და ევროპის მხარდაჭერა ამ ახალ პროცესში იქნება საქართველოს მოსახლეობის 88%-ის, მათი, ვინც ემხრობა ევროინტეგრაციას, სამართლიანი გადაწყვეტილება და მისი ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო – საქართველოს აღიარება და დაბრუნება ევროპულ ოჯახში.

[...] ჩვენ ასევე ვისაუბრეთ NATO-სთან ურთიერთობაზე, მალე მადრიდის სამიტს ველოდებით. ეს გზაც საქართველოსთვის უალტერნატივოა. ეს იქნება სწავლებებში მონაწილეობით, სხვადასხვა მისიაში ჩვენი თანამშრომლობით, თუ ჩვენი თვით NATO-ში მხარდაჭერით, ეს არის გზა, რომელზეც ვიცით, რომ იტალია დგას ჩვენ გვერდით.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე. ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება.

კომენტარები