აქცია რესპუბლიკის მოედანზე

ერთად ევროპისკენ – რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს [LIVE]

ერთად ევროპისკენ - აქცია რესპუბლიკის მოედანზე
ტაბულა

ერთად ევროპისკენ - ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედანზე აქცია დაიწყო. 

აქციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელიც, სიმბოლურად, ბრიუსელში გაიგზავნება. 

"რესპუბლიკის მოედანზე, ვიწვევთ ყველა ადამიანს, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია ფასეულია - პოლიტიკოსებს და პარტიებს გაცხადებული ევროპული კურსით, საზოგადოებრივ სექტორს, საჯარო პირებს, მის უდიდებულესობა ხალხს... ყველა იმ მოქალაქეს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა მას ეკუთვნის! რათა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნება - შევუერთდეთ ევროპულ მძლავრ ოჯახს!

მოქალაქეთა თავისუფალი ნების ამ სურვილს ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერებით დავადასტურებთ და ამ უღრმესი სიმბოლიკით სავსე დროშა ბრიუსელში გაიგზავნება". - აღნიშნულია აქციის ანონსში.

ერთად ევროპისკენ - რესპუბლიკის მოედანზე აქცია მიმდინარეობს [LIVE]

კომენტარები