რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი ზელენსკის: G7-ის ქვეყნები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე მუშაობენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ გლობალური სასურსათო კრიზისთან გასამკლავებლად საერთაშორისო პარტნიორები უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე მუშაობენ. 

მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით ჯონსონმა აღნიშნა, რომ "დიდი ბრიტანეთი პროგრესის დასაჩქარებლად დიდი შვიდეულის (G7-ის) ქვეყნებთან მუშაობას აგრძელებს". 

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ზელენსკისთან სატელეფონო ზარისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობას. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მოგზაურობა აუკრძალა 1000-ზე მეტ ადამიანს, მათ შორის 30-ზე მეტ ოლიგარქს. ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნების მიერ თითქმის 10 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივებია გაყინული. 

კომენტარები