სამედიცინო მომსახურება მას მიეწოდებოდა აქამდეც და მიეწოდება მომავალშიც. მთავარია, ჩვენ გვაინტერესებს, ხომ არ აცხადებს ამაზე უარს, რამდენად თანამშრომლობს ექიმებთან, იღებს თუ არა მკურნალობას, რომელიც ენიშნება, რა მკურნალობა სჭირდება ისეთი, რომელიც საქართველოს ყველა დაწესებულებას არ შეუძლია? საქართველოში არცერთი ექიმი არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია თუ რა ხდება? ეს სპეკულაციები რისთვის არის დაგეგმილი - ამაზე ერთადერთი პასუხის გაცემა შეიძლება, რომ გასაჯაროვდეს მონაცემები, რაზეც იმართება სპეკულაცია.
მიხეილ სააკაშვილი
თალაკვაძე სააკაშვილზე: საქართველოში ექიმი არ მოიძებნა, ვისაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია?
tbl.ge/5zxy
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. ენმ-ს წევრები და ადვოკატები მკურნალობის მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ მზად არიან, მას თავდებში ჩაუდგნენ.
მიხეილ სააკაშვილიარჩილ თალაკვაძექართული ოცნებაენმმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამიხეილ სააკაშვილის პატიმრობა
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




